ჩინეთში ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ავტობუსის აალების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა და დამნაშავის ძებნა მიმდინარეობს.
პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძებნება მამაკაცი, სახელად მა იუნპინი. ის ამ ინციდენტში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად განიხილება. დაშავებულთა შორის რვა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები