რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი გარდაიცვალა
რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი იგორ სერგუნი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. სერგუნი 59 წლის იყო.
იგორ სერგუნი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსად 2011 წელს დაინიშნა. მისი წინამორბედი – ალექსანდრე შლიახტუროვი თანამდებობიდან ასაკის გამო გადააყენეს. 2012 წლის აგვისტოში სერგუნს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს.