ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4054 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც 1-ელ იანვარს მოქმედებდა, 2.3966 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0088 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6236 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა 1-ელ იანვარს მოქმედი კურსი 2.6137 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები