კასპიის ზღვაში მოწყვეტილი ყინულიდან რვა მეთევზის ევაკუირება შეძლეს
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლებმა კასპიის ზღვაში მოწყვეტილი ყინულიდან რვა მეთევზის ევაკუაცია შეძლეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. მთლიანად კი ოპერაციაში ორი გემი, ორი ვერტმფრენი და 31 მაშველი იყო ჩართული. გადარჩენილი მეთევზეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ამუქრება.