ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ქაბულის აეროპორტის სიახლოვეს, პოლიციის ბლოკსაგუშაგოსთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, ტერორისტის გარდა, არავინ დაღუპულა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელებმა დაინახეს საეჭვო მამაკაცი, რომელიც ავტომობილით საკონტროლო-გამშვებ პუნქტს უახლოვდებოდა. როდესაც ტერორისტმა შეამჩნია, რომ მის ავტომობილს პოლიციელი უახლოვდებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
ორი დღის წინ ავღანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის ობიექტი რესტორანი Le Jardin იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები