საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ ნავთობი გააძვირა
ნავთობზე ფასებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც ცნობილი გახდა საუდის არაბეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „ბლუმბერგი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფიუჩერსები 3,5 პროცენტით გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა 37,95 დოლარი შეადგინა. WTI-ს ნავთობის ფასი კი ნიუ-იორკის ბირჟაზე 37,65 დოლარამდე გაიზარდა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის შემდეგ გამწვავდა.