საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა აღნიშნა.
„ჩვენ ვწყვეტთ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს და ირანის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებისგან 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებას მოვითხოვთ. ჩვენ არ მივცემთ ირანს ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებების შექმნის საშუალებას, რაც ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. საუდის არაბეთის ხელისუფლება ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს, რათა ჩვენი უფლებები დაცული იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს საუდის არაბეთმა 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათ შორის იყო შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ან-ნიმრი. ამის შედმეგ თეირანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა საუდის არაბეთის საელჩოს შენობას ცეცხლი მოუკიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები