ამერიკელმა ჰაკერებმა „ბი-ბი-სის“ ვებგვერდზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს
ამერიკული ჯგუფის New World Hacking-ის ჰაკერებმა „ბი-ბი-სის“ საიტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაკერები ინტერნეტსივრცეში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას აპირებენ, ხოლო ბრიტანული ტალარადიოკორპორაციის საიტი მათ საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად გატეხეს.
„ჩვენ „ბი-ბი-სიზე“ შეტევა სერვერების სიძლიერის შესამოწმებლად განვახორციელეთ“, – ნათქვამია New World Hacking-ის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ბი-ბი-სის“ ვებგვერდზე შეტევა ჰაკერებმა 31 დეკემბერს განახორციელეს. ამის გამო საიტი რამდენიმე საათით გათიშული იყო და ახლაც შეფერხებით მუშაობს.