ინდოეთში მიწისძვრას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე სახლი და სავაჭრო ცენტრი დაანგრია. მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,7 შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ იმპხალიდან 29 კილომეტრში მდებარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის დაახლოებით ერთ წუთს გრძელდებოდა. მიწისქვეშა ბიძგები კალკუტაშიც, ეპიცენტრიდან 600 კილომეტრში იგრძნობოდა.