თელ–ავივის ცენტრში ტერორისტმა ორი ადამიანი მოკლა
თელ–ავივის ცენტრში ბოროტმოქმედმა სროლა ატეხა. მან ცეცხლი გაუხსნა კაფეში მყოფ ადამიანებს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა.
თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ ის პისტოლეტ–ტყვიამფრქვევიდან ისროდა. ამჟამად პოლიცია ტერორისტის ძებნის ოპერაციას ატარებს.
დაახლეობით იმავე დროს თელ–ავივში დაუდგენელმა პირმა ტაქსის მძღოლი მოკლა. პოლიცია არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს ორი დანაშაული ერთმანეთთან კავშირში.