ტერორისტები ინდოეთში სამხედრო–საჰაერო ბაზას თავს დაესხნენ
ტერორისტების ჯგუფი ინდოეთის სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზას თავს დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად ოთხი თავდამსხმელი და ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ბოევიკების“ 5–კაციანი ჯგუფი ავტომატებით იყო შეიარაღებული და მათ სამხედრო ფორმები ეცვათ. ტერორისტები თავს დაესხნენ პატხანგოტის სამხედრო ბაზას პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს. ბაზის ტერიტორიაზე მათ პოლიციის ავტომობილით შეაღწიეს, რომელიც წინა დღეს მოიპარეს.
ამჟამად ორმხრივი სროლა შეწყვეტილია, თუმცა სამხედროები ეჭვობენ, რომ ყველა ტერორისტი არ განადგურებულა და მათი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად ავიაბაზაზე მდებარე თვითმფრინავები და ვერტმფრენები არ დაზიანებულა.