საფრანგეთის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს
საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქ რაქის სიახლოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან–ივ ლე დრიანის ინფორმაციით, ავიაციამ „ბოევიკების“ ნავთობის ინფრასტრუქტურა დაბომბა.
საფრანგეთი 65 ქვეყნის კოალიციაში შედის, რომლებიც სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავენ. პარიზმა ავიადარტყმების ინტენსივობა საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გაზარდა. გარდა ამისა. ქვეყნის ხელისუფლებამ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი გააგზავნა.