ეგვიპტეში ბორანი ჩაიძირა

ეგვიპტეში ბორანი ჩაიძირა, რომელიც ნილოსის ორ ნაპირზე მდებარე სოფლებს შორის დაცურავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის შედეგად დაახლოებით 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. სულ გემზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, გემი შესაძლოა, ცუდი ამინდის და გადატვირთვის გამო ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები