დუბაის ერთ–ერთ სასტუმროში ხანძარს მთელი ღამე აქრობდნენ

დუბაის სასტუმრო Address Downtown–ში მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ინფომაციით, შენობაში მყოფი ყველა ადამიანი წინასწარ იყო ევაკუირებული. 14 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს აალების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
სააგენტოს ცნობით, სასტუმრო მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობასთან Burj Khalifa–სთან ახლოს მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები