მიუნხენის ორ სარკინიგზო სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა

გერმანიის ქალაქ მიუნხენის პოლიციამ ახალი წლის ღამეს რკინიგზის ორი ცენტრალური სადგურიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ამის მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერაქტების მოწყობის საფრთხე დასახელდა. ინფორმაციას  „ბი–ბი–სი“ ავრცელებს.
ევაკუაციიდან ორი საათის შემდეგ სადგურები კვლავ გაიხსნა. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოჰიმ ჰერმანმა განაცხადა, რომ პოლიციამ ყველაფერი ზედმიწევნით შეამოწმა და საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს.
მიუნხენის პოლიციის ცნობით, შეტევას 5–7 ტერორისტი გეგმავდა. ეს ინფორმაცია გერმანიის ხელისუფლებამ საფრანგეთის სპეცსამსახურებისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების საფრთხის გამო ევროპის ზოგიერთ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები