ეყოლება აშშ-ს პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი?
34 წლის ჩიკაგოელმა იურისტმა ერიკა გოლდმა, რომელმაც 11 წლის ასაკში “მის ამერიკის” ტიტული მოიპოვა, კონგრესში ილლინოისის შტატის 13 საარჩევნო რეგიონიდან კანდიდატურა დააყენა. რესპუბლიკური პარტიის მომავალი კანდიდატი პოლიტიკურ ამბიციას არ მალავს: მან მიზნად დაისახა, გახდეს აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი პრეზიდენტი.
პირველად გოგონამ 2002 წელს გამოთქვა თეთრი სახლის დიასახლისობის სურვილი, როდესაც ის “მის ილლინიოსის” გვირგვინისთვის იბრძოდა. მას შემდეგ ერიკამ ცხოვრებაში კიდევ ბევრს მიაღწია. 2003 წელს კონკურს “მის ამერიკის” დროს მხარს უჭერდა სექსუალურ თავშეკავებას ქორწინებამდე და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური წევრი იყო. დროთა განმავლობაში მან აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში გავლენიანი წევრების მხარდაჭერა მოიპოვა. 2007 წელს მან წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და დიპლომატი იურისტი გახდა. ერიკას კოლეგები მას ძალიან დადებითად და ჭკვიანად ახასიათებენ.