უკრაინის სადესანტო გემი რუსი სამხედროების შტურმის მოსაგერიებლად ემზადება
დონუზლავში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო გემი “კონსტანტინ ოლსანსკი”, რუსი სამხედროების შტურმის მოსაგერიებლად ემზადება – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმის მედია-ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისი თქმით, სადესანტო გემი ამ დროისთვის ნავმისადგომთან იმყოფება.
“გემი შტურმისთვის ემზადება. მასზე უკრაინის დროშაა აღმართული”, – განაცხადა სელეზნიოვმა.