მოლდოვამ შესაძლოა, დსთ დატოვოს
მოლდოვამ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, შესაძლოა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ მოლდოვას პარლამენტის ლიბერალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარემ, ვალერი სტრელეცმა განაცხადა. “როდესაც ჩავთვლით, რომ აღნიშნული თანაგობრობა ჩვენს პოზიციებს არ შეესაბამება და სარგებლის მომტანი არ იქნება, ჩვენს პოზიციას გადავხედავთ”, – განაცხადა ვალერი სტრელეცმა.
საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ივნისში მოაწერენ ხელს. საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ ვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა”, – წერს ბაროზო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.