ლავროვი: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი კონფლიქტი არ არის.
“არანაირი კონფლიქტი არ არის. ის, რაც მათთან ხდება – ეს უკრაინის სახელმწიფოს ღრმა კრიზისია და საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს მის დასაძლევად”, – განაცხადა ლავროვმა პარასკევს ფედერაციის საბჭოზე.
“ჩვენ ვარწმუნებთ დასავლელ პარტნიორებს, ნუ ექნებათ ილუზია, რომ პოლიტიკური პროცესი შესაძლოა, დაიწყოს იმ ლოგიკით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი მიმდინარეობს”, – განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს 21 თებერვალს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის, უკრაინული ოპოზიციისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.