მარლენ დიტრიხის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება
იდუმალებით მოცული ჰოლივუდის ვარსკვლავის და ХХ საუკუნის კინომატოგრაფიის სიმბოლოს მარლენ დიტრიხის ნივთებს აუქციონზე მისი შვილიშვილი დევიდ რივოი გასაყიდად გაიტანს. აუქციონზე წარმოდგენილი იქნება დიტრიხის 250 პირადი ნივთის, მათ შორის წერილების, აქსესუარების და სამკაულების კოლექცია. „ჩვენ არ გვინდოდა, გვეტრაბახა და ბებიის ნივთები გამოგვემზეურებინა. ამიტომაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში საკუჭნაოსა და სეიფში ინახებოდა”, -განაცხადა დევიდ რივამ. ყველაზე ძვირად ღირებული აუქციონზე ერნესტ ჰემინგუეის პიკანტური წერილია, რომელიც დიტრიხს მისწერა, და რომელიც შესაძლოა, 50 ათას დოლარად გაიყიდოს. წერილში ჰემინგუეი ფლირტაობს დიტრიხთან. ის ასევე წერს, რომ მშვენიერი მსახიობი სცენაზე მთვრალი და შიშველი წარმოუდგენია.