„სპექტრის“ კურსდამთავრებულმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ კურსდამთავრებულმა და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის სპორტსმენმა დიანა ჯიშაშვილმა ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატი პარიზში 21-25 ოქტომბერს გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობის ხარჯები თბილისის მერიამ სრულად დაფარა.
“საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 2013 წლიდან არის ჩართული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ პროექტში „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“.
კოლეჯში შექმნილია თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემო ყველა სსსმ/შშმ სტუდენტისთვის.
კოლეჯში 2013-2015 წლებში ჩაირიცხა 28 სსსმ/შშმ სტუდენტი და პროფესიულ განათლებას ეუფლება 7 სტუდენტი. კოლეჯის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი, დასაქმდა საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრში” სტუდენტთა სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელიც წარმატებულად უძღვება მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს“,-აცხადებენ კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები