მიკ ჯაგერის მეგობარმა ქალმა თავი ჩამოიხრჩო

    “როლინგ სტოუნსის” სოლისტის მიკ ჯაგერის მეგობარი ქალის, დიზაინერ ლორენ სკოტის ცხედრის გაკვეთის შემდეგ დადგინდა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავდა, თუმცა სიკვდილის ოფიციალურ მიზეზს ჯერ არ ადასტურებდა. შეგახსენებთ, რომ დიზაინერი ლორენ სკოტი ნიუ იორკის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 49-წლის ქალბატონს მიკ ჯაგერთან ურთიერთობა 2001 წლიდან ჰქონდა. ცნობილმა მუსიკოსმა, რომელიც ამჟამად გასტროლებზე ავსტრალიაში იმყოფება, განაცხადა, რომ ამ ინფორმაციით იგი „შოკირებული და განადგურებულია.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები