ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელს დღეს მოაწერს

  ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს დღეს მოაწერს ხელს. პარალელურად, ევროკავშირმა სანქციების სია გააფართოვა, შეზღუდვები დამატებით რუსეთის 12 მოქალაქეს დაუწესდება. საერთო ჯამში, ჩამონათვალში უკვე 33 ადამიანი მოხვდა. განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ჰერმან ვან რომპეიმ დაგმო ყირიმის ანექსია და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არასდროს დათანხდება. ცნობილი გახდა, ისიც რომ არც ევროკავშირისა და არც რუსეთის სამიტი აღარ ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები