თურქეთში ტვიტერი დაბლოკეს
თურქეთში სოციალური ქსელი ტვიტერი დაბლოკილია, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია “hurriyet”-ი იუწყება. როგორც ცნობილია, ქსელი მას შემდეგ დაიბლოკა, რაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტვიტერის დაბლოკვის შესახებ განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, მარტში პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თურქეთის მაცხოვრებლებს შესაძლოა, აეკრძალოთ ვებგვერდების: იუთუბის და ფეისბუქის მოხმარება.