„პუტინს რამდენიმე ღამეა არ სძინავს“ – რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო რუსეთის პრეზიდენტის შიშებზე საუბრობს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს სამი რამის ეშინია.
“პირველი, რისიც პუტინს ეშინია, საკუთარი ხალხის, რუსების რეაქციის შიშია, მეორე – მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია. მესამე და გადამწყვეტი კი ისაა, რომ უკრაინელებმა საკუთარი მასშტაბური პოლიტიკური პრობლემა გადაწყვიტონ, რომელიც ჩვენ გაქვს: ჩვენი სუსტი ეროვნული ერთობა, სუსტი შიდა ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან ხშირად გვყოფდნენ, პუტინი თითოეულ ნაპრალს იყენებდა და ახლა ამ ხვრელების ეშინია”, – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებიდან არ ჩანს, რომ მას მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციის ეშინია, თუმცა “ჯერ ყველაფერი წინ არის”.
“დარწმუნებული ვარ, პუტინს უკვე რამდენიმე ღამეა არ სძინავს იმის გამო, რომ მან გახსნა ყუთი, რომლის დახურვაც ძალიან რთული იქნება, მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გამოდის”, – განაცხადა იუშჩენკომ.