ტიმოშენკომ შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

    უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ შესაძლოა, დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას იულია ტიმოშენკო უახლოეს რამდენიმე დღეში გააკეთებს. ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიას სათავეში ტიმოშენკო თავად ჩაუდგება. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო ბერლინის კლინიკიდან უკვე კიევში დაბრუნდა.
იულია ტიმოშენკო ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბერლინის კლინიკა „შარიტე“-ში მკურნალობდა. საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 25 მაისს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები