ჟერარ დეპარდიე ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდი მეგობარი გახდა

 მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ახალი ფილმის გადაღებები ჩეჩნეთში უკვე დაასრულა. სურათი მამის ისტორიას მოგვითხრობს (მამის როლს დეპარდიე ასრულებს), რომლის შვილსაც რუსეთში კლავენ, რის შემდეგაც მამა შურისძიების მიზნით მოსკოვში გაემგზავრებას გადაწყვეტს. მოსკოვში იგი ჩეჩენ მეგობარს და ძველ რუს მეგობარ ქალს შეხვდება, რომლის როლსაც ელიზაბეტ ჰერლი ასრულებს. რამზან კადიროვის რეზიდენციაში გალა-მიღება და ფილმის ჩვენება უკვე გაიმართა.
“ჩემთან ჩამოვიდა ჩეჩნეთის მოსახლეობის დიდი მეგობარი ჟერარ დეპარდიე. მან ფილმ “მამის” გადაღებები უკვე დაასრულა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. მე ფილმის რეჟისორთან და პროდიუსერთან ფილმს ვუყურე და ძალიან მომეწონა”, – განაცხადა კადიროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები