ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების "შავი სია" გაზარდა

  ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების “შავი სია” 21-დან 33-მდე გაზარდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა. იმ პირების ვინაობა, რომლებიც ევროკავშირმა “შავ სიაში” დამატებით შეიყვანა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ხსენებულ სიაში მოხვედრილ პირებს საბანკო ანგარიშები გაეყინებათ და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ. ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეაჩერებენ რუსეთთან ორმხრივი სამიტისთვის მზადებას, რომელიც ივნისში იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ევროკავშირი დამატებით ზომებს, მათ შორის – ეკონომიკურ სანქციებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები