იაპონიაში დრონებს ანტიდრონები დასდევენ (ვიდეო)

21-ე საუკუნეში მრავალი საინტერესო ფაქტის მომსწრე შეიძლება გახდე. მაღალი ტექნოლოგიები როგორც მოსახლეობას, ასევე სამართალდამცველებს მოქმედების არეალს უფართოვებს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ინოვაციური ტექნოლოგიების მოწინავე ქვეყანა – იაპონია ლიდერობს, სადაც უპილოტო საფრენი აპარატების დევნის ოპერაციის მომსწრენიც კი შეიძლება გახდეთ. ტოკიოს პოლიციამ ანტიდრონების რაზმი შექმნა. ეს ქვედანაყოფი იმ უპილოტო აპარატებს იჭერს, რომლებიც აკრძალულ ადგილებში დაფრინავენ. პოლიციური დრონი სტანდარტული მოდელებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო დიდი ზომისაა. დამრღვევის დასაკავებლად საფრენ აპარატს სპეციალური ბადეც აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები