ლალი მოროშკინა ე.წ. შეწყალების საქმეზე: სირცხვილია ასე სიტუაციის აქოთება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფიქრობს, რომ პატიმრების შეწყალების თემაზე გამოწვეული აჟიოტაჟი გადაჭარბებულია.
შესაბამის პოსტს მოროშკინა ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს. “ნახევარი ქვეყანა 1937 წლის ჩამშვებების შთამომავალია! მეც ვიტყვი ახლა! 2012 წლის ნოემბრიდან თითქმის 2 წელი სასჯელაღსრულებაში ვიმუშავე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,რომ შევხვდი 25 000 პატიმარს და მათ ოჯახის წევრებს! ვხვდებოდი ე.წ.რისკ-ფაქტორის მატარებელ პატიმრებს და ასევე უვადოებს…
მირეკავდა ნახევარი არა – მთელი ქვეყანა! და მერე რა? პატარა ქვეყანა ვართ, სხვა პატივისცემა და მოფერება გვაქვს ერთმანეთის მიმართ, სამხრეთი ვართ და ეს განაპირობებს ჩვენს პერიოდულად ზღვარგადასულ ჰიპერაქტიურობას გარკვეული თემებთან მიმართებაში, მით უმეტეს, როდესაც საქმე სააკაშვილის სადისტური სისტემის სასამართლოს და ციხეებს ეხება! რა აუცილებელია ამაზე ყურადღების გამახვილება? აი ამიტომ მჯერა, რომ 1937 წელს თავად მეზობლები “უშვებდნენ”ერთმანეთს, ისე “კერავდნენ” დასმენებს, რომ წარბი არ უტოკავდათ, ახლა კი ნახევარი ქვეყანა იმ ჩამშვებების შთამომავალია! ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა ა ს ე ს ი ტ უ ა ც ი ი ს ა ქ ო თ ე ბ ა!“,-წერს ლალი მოროშიკნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები