„სააკაშვილსა და არსენ იაცენიუკს შორის სერიოზული შეხლა – შემოხლა მოხდა“

უკრაინაში ისე დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე პირდაპირ დაეჯახა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს და უკრაინელ ოლიგარქებს, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ოსეფაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მისი ინფორმაციით, გუშინ სააკაშვილსა და არსენ იაცენიუკს შორის, სერიოზული შეხლა- შემოხლა მოხდა, რაც პირად და აგრესიულ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
“სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის! უკრაინაში ისე დაიძაბა პოლიტიკური სიტუაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე პირდაპირ დაეჯახა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს და უკრაინელ ოლიგარქებს, რამაც ეს დაპირისპირება კრიტიკულ ზღვრამდე მიიყვანა. საქმე იმდენად სერიოზულადაა, რომ ეს პროცესი საეტაპოა უკრაინული პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის.
გუშინ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სერიოზული შეხლა- შემოხლა მოხდა, რაც პირად და აგრესიულ შეურაცხყოფებში გადაიზარდა. ამ ინციდენტს შეესწრო პრეზიდენტი პოროშენკო, შს მინისტრი არსენ ავაკოვი და მთავრობის სხვა წევრები. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ მოუწოდა სააკაშვილს, რომ გაეთრიოს უკრაინიდან, ხოლო არსენ ავაკოვმა წყალი შეასხა სააკაშვილს.
სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ ამ დაპირისპირების ფონზე, არსებობს მხოლოდ ორი გამოსავალი. უკეთეს შემთხვევაში სააკაშვილი მოიგებს ამ ბრძოლას და პოროშენკოს მხარდაჭერით მოხდება პრემიერ-მინისტრის იძულება, რომ გადადგეს თანამდებობიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში სააკაშვილი აგებს ამ ბრძოლას, მარცხდება და, შესაბამისად, ტოვებს უკრაინას.
სიტუაცია იმდენად დაძაბულია უკრაინაში, რომ სააკაშვილმა უკვე დააანონსა უკრაინის სხვ დასხვა რეგიონებიდან ხალხის კიევში ჩამოყვანა და მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვა მთავრობის წინააღმდეგ. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის არსად არ აპირებს წასვლას უკრაინიდან და, შესაბამისად, არც უკან დახევას არ აპირებს. ამ სიტუაციაში გამოსავალი ასეთია, ან სააკაშვილი შეძლებს იაცენიუკის პრემიერ-მინისტრობიდან გადაყენებას და ამ შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს თანამდებობა თავად მან დაიკავოს, ან მეორე ვარიანტი რჩება, ასევე რადიკალური, მას მოუწევს დამარცხებულმა დატოვოს უკრაინა. მესამე და კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს!“,-წერს დავით ოსეფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები