დუმამ ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას მხარი დაუჭირა
ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში მიღებას რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო დუმამ იმ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ყირიმისა და სევასტოპოლის ხელისუფლებამ მოაწერეს.
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა და ყირიმის რეფერენდუმზე ისაუბრა. მისი თქმით, რეფერენდუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტით იქნა ჩატარებული. მიღებული რუსეთის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ისინი ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.