CSDP-ის მაღალი დონის კონფერენციაზე ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

“ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ მაღალი დონის კონფერენციის (1st High Level Conference) მეორე დღეს ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
პრეზენტაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველმა სერგო თურმანიძემ წარმოადგინა.
ევროკავშირის მხრიდან მოხსენება სოფია რაფრარმა წაიკითხა. საერთაშორისო ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ტერირიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს უწყებების მუშაობის შესახებ, ასევე განიხილეს გლობალური ტერორიზმის გამოწვევები და ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები.
“აქცენტი გაკეთდა იმ აქტიურ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო აწარმოებს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკანონმდებლო ცვლილებებზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე თავზე, რომელიც ტერორიზმს შეეხება“, – განაცხადა სერგო თურმანიძემ.
სამდღიან კონფერენციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაღალი დონის კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და ევროკავშირის მისიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები