10 რამ, რასაც გეგმავს დონალდ ტრამპი

კალიფორნიის ქალაქ სან – ბერნარდინოში 3 დეკემბრის  ტრაგედიის შემდეგ, როდესაც  14 ადამიანი დაიღუპა, „რესპუბლიკური პარტიის“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში მუსულმანებისთვის შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
„ბი-ბი-სი“ პოლიტიკოსის და მილიარდერის პოლიტიკურ კრედოს აქვეყნებს, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება:

1 . აშშ-ში ყველა მეჩეთზე თვალთვალი უნდა ხორციელდებოდეს. ტრამპს მიაჩნია, რომ მუსულმანებს სპეცსამსახურებმა უნდა უთვალთვალონ ტერორიზმთან ბრძოლის ინიციატივის ფარგლებში;
2. აშშ-მ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის დროს ხისტი მეთოდები უნდა გამოიყენოს, დახლოებით ისეთივე, როგორიც გუანტანამოს პატიმრების წინააღმდეგ გამოიყენებოდა;
3. ტრამპი „ისლამურ სახელმწიფოზე“ ტოტალურ ავიადარტყმებს განახორციელებდა. ის აცხადებს, რომ აუცილებელია ასევე ჯიჰადისტებისთვის ნავთობთან წვდომის შემცირება;
4. ტრამპს აშშ – მექსიკის საზღვარზე გიგანტური კედლის აშენება სურს. მისი თქმით, ეს შეერთებულ შტატებში უკანონო მიგრანტების ნაკადს შეამცირებს, რომელთა უმეტესობა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია;
5. ტრამპი აშშ-დან 11 მილიონი უკანონო მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. მილიარდერი იმ წესის გაუქმებასაც გეგმავს, რომლის მიხედვით აშშ-ში დაბადებული მიგრანტების შვილები შეერთებული შტატების მოქალაქეები ხდებიან;
6. ტრამპი ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას აპირებს;
7. მისი აზრით, ჩინეთთან ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელ პირობებზე უნდა მიმდინარეობდეს;
8. კლიმატური ცვლილებები დედამიწაზე უბრალოდ ამინდის ცვლილებაა – მაიჩნია ტრამპს. ის წყლის და ჰაერის სისუფთავის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ გლობალური დათბობის შესახებ განცხადებებს ტყუილს უწოდებს;
9. მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა, ლიბიის და ერაყის ხელისუფლებაში კვლავ სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი რომ ყოფილიყვნენ – ამბობს ტრამპი. მისი თქმით, ამ ქვეყნებში მდგომარეობა ბევრად გაუარესდა იმასთან შედარებით, რაც ხელისუფლებაში დიქტატორების ყოფნის დროს იყო;
10. ტრამპს მიაჩნია, რომ ის ძალიან კარგი ადამიანია და აპირებს, „ამერიკის შეერთებულ შტატებს წარსული დიდება დაუბრუნოს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები