რუსეთში ავტომობილების გაყიდვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2015 წლის ნოემბერში რუსეთში ავტომობილების გაყიდვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ თვეში ავტომობილების გაყიდვა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 43%-ით შემცირდა, რასაც ეკონომისტები რუბლის გაიაფებით ხსნიან. მაშინ ბევრმა ავტომოყვარულმა მანქანების შეძენა ძველ ფასად მოასწრო, ვიდრე დოლარის კურსის შეცვლა ფასების ზრდას გამოიწვევდა.
გაყიდული ავტომობილების მიხედვით, პირველ ადგილზე 2015 წელს „ავტოვაზი“ გავიდა, მეორეზე – Hyundai, ხოლო მესამეზე – KIA.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები