თურქეთის სანაპიროსთან ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა
თურქეთში, ქალაქ ჩეშმეს სანაპიროსთან, ექვსი ავღანელი ბავშვი დაიღუპა. ისინი თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე მოხვედრას ცდილობდნენ.
თურქული მედიის ინფორმაციით, ნავი, რომელსაც ავღანელი დევნილები გადაჰყავდა, შტორმის შედეგად გადატრიალდა. ერთ-ერთი დაღუპული ჩვილია. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხუთი მიგრანტის გადარჩენა შეძლო, ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სტატისტიკის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო 10 თვის განმავლობაში მილიონ 200 ათასი მიგრანტი გადავიდა.