ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა
ნავთობზე ფასი დღეს კვლავ შემცირდა. Brent -ის ტიპის ნავთობის ფასმა, 2009 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, 40 დოლარზე დაბლა დაიწია. ნავთობის გაიაფება მისი ექსპორტიორი ქვეყნების სხდომის პარალელურად მოხდა, რომლებმაც ნავთობის მოპოვებაზე არსებული კვოტის ცვლილების გადაწყვეტილება არ მიიღეს. WTI-ის ნავთობზე იანვრის ფიუჩერსის ფასმა ერთ ბარელში 36,8 დოლარი შეადგინა.