გიგლა აგულაშვილი ჩეხ კოლეგას შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრს რიჩარდ ბრაბეკს შეხვდა.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) გაფორმებული მემორანდუმებისა და ერთობლივი პროექტების ფარგლებში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამჟამად 7 პროექტი მიმდინარეობს.
ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გარემოსდაცვით საკითხებში თანამშრომლობა გეოლოგიის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით ხორციელდება. 2015 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გეოლოგიისა და მეტეოროლოგიური უსაფრთხოების შესახებ. პარიზში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს, რომელიც კლიმატის ცვლილებების და ენერგოეფექტურობის საკითხებში გამოცდილების გაზიარებასა და „კლიმატის მწვანე ფონდთან“ თანამშრომლობას ითვალისწინებს.