რუსეთის სამხედრო თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა
რუსეთის სამხედრო თანამგზავრი, რომელიც დაგეგმილ ორბიტაზე ვერ გავიდა, დედამიწის ატმოსფეროში შევიდა და დაიწვა. სადაზვერვო დანიშნულების თანამგზავრის განადგურების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მან ბლოკ „ვოლგასგან“ გამოყოფა ვერ შეძლო.
სამხედრო დანიშნულების თანამგზავრ „კანოპუსს“, რომელიც ორბიტაზე უნდა გასულიყო, 10 წლის განმავლობაში ქმნიდნენ. ოკეანის დისტანციური ზონდირების თანამგზავრს წყალქვეშა მდგომარეობაში სუბმარინების ადგილმდებარეობის დადგენა ევალებოდა.