დავით ნარმანია: გაიწერა 3-წლიანი სტრატეგია შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ
გაიწერა 3-წლიანი სტრატეგია შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას თქმით, 2016 წლიდან ქალაქში ახალი ადაპტირებული ავტობუსები იმოძრავებს.
“უკვე გაიწერა 3-წლიანი სტრატეგია შშმ პირებისათვის გარემოს ადაპტირების შესახებ. სტრატეგია გულისხმობს, რომ შშმ პირებს სრულად მოეხსნებათ ბარიერები მუნიციპალური შენობებით, მათ შორის ბაგა-ბაღებით, ადმინისტრაციული შენობებით, გზებითა და ტროტუარებით, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობისას. ამასთან, ჩანაცვლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი და 2016 წლიდან ქალაქში იმოძრავებს ახალი ადაპტირებული ავტობუსები”, – განაცხადა ნარმანიამ.