„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის ხუთი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსეთის ხუთი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. ექსტრემისტებმა ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ტელეკომპანია „ლაიფ ნიუსის“ ინფორმაციით, ამჟამად ჯალათების ვინაობა დგინდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ისლამისტებმა რუსეთის მოქალაქის, მაგომედ ხასიევის სიკვდილით დასჯის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნეს. ხასიევს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც მას თავი მოჰკვეთა, ასევე რუსეთის მოქალაქეა.