ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ მომავალი წლის აპრილიდან ირანთან ავიამიმოსვლას აღადგენს
ფრანგული ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ მომავალი წლიდან ირანთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენს. კომპანიის განცხადებაში მითითებულია, რომ რეისები პარიზიდან თეირანში შარლ დე გოლის აეროპორტიდან კვირაში სამჯერ შესრულდება. საფრანგეთსა და ირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2008 წელს შეწყდა. ამის მიზეზი ეკონომიკური პრობლემები და ირანის წინააღმდეგ შემოღებული საერთაშორისო სანქციები გახდა, რომელიც თეირანს ბირთვული იარაღის შექმნაზე ეჭვის გამო დაუწესეს. მიმდინარე წლის 14 ივლისს „ექვსეულმა“ და ირანმა, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ, სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.