ბათუმი-თბილისის რეისი გაუქმდა
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ბათუმი-თბილისის დღევანდელი რეისი გაუქმდა. აღნიშნულის მიზეზი კი სარკინიგზო მაგისტრალზე ტექნიკური სამუშაოები გახდა.
„დღეს, 8 დეკემბერს, სარკინიგზო მაგისტრალზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი N851 გაუქმებულია. „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის და გაცნობებთ, რომ მიმოსვლა რამდენიმე საათში სრულად აღდგება“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.