იანოშ ჰერმანს ვიზალიბერალიზაციის მხარდასაჭერი მიმართვა გადასცეს
საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის მხარდასაჭერი მიმართვა გადასცეს. აღნიშნული მიმართვა „ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით მომზადდა. დოკუმენტის გადაცემამდე ჟურნალისტებს “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ესაუბრა.
როგორც მანანა ნაჭყებიამ აღნიშნა, საკმაოდ პოზიტიური ფონია იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული.
“ცხადია, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საკითხში მაინც დაგვეფიქსირებინა ერთიანობა საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და, პირველ რიგში, სახელისუფლებო პარტიებს შორის. ეს ერთიანობა, ასეა თუ ისე, მაინც შედგა, 17 ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ხელს აწერს ამ დოკუმენტს”, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.