უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მონეტები გამოუშვეს

უკრაინაში მონეტები გამოუშვეს, რომლებზეც ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია გამოსახული, – ამის შესახებ გამოცემა „დუმსკაია“ იუწყება.
1000-ლარიანი სუვენირის მონეტები ნიკელის და სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის შენადნობით არის დამზადებული და ის უკრაინის ერთ-ერთ საიტზე იყიდება. ავერსზე სააკაშვილია გამოსახული, ხოლო რევერსზე – შავი ზღვის, საქართველოსა და უკრაინის რუკები. სპილენძის და ნიკელის მონეტის ფასია 850 უკრაინული გრივნა, ხოლო ვერცხლისა და ოქროს მონეტის – 35 ათასი გრივნაა. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არა აქვს და მონეტა სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამოუშვეს, რომელიც 21 დეკემბერს აღინიშნება.
1

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები