ექიმებმა კარიესის შენელება ისწავლეს

კარიესის შედეგად კბილების დაზიანება  ტრადიციული სტომატოლოგიური ჩარევის გარეშეც შეიძლება შეჩერდეს. ამის შესახებ სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ Community Dentistry and Oral Epidemiology-ში გამოქვეყნდა.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ კარიესი სწრაფად პროგრესირებს, ამიტომ მისი აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა სწრაფი მკურნალობა და ბჟენის დადება. თუმცა ახლა დადგინდა, რომ ემალიდან დენტინამდე კარიესის განვითარებისთვის 4-დან 8 წლამდეა აუცილებელი, რაც მისი აღმოჩენისთვის და შემდგომი განვითარების პრევენციისთვის საკმარისი პერიოდია.
მეცნიერების შვიდწლიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ კბილების რეგულარულ მოვლას კარიესის შენელება ან საერთოდ შეჩერება შეუძლია. ამისთვის აუცილებელია კბილების რეგულარული გახეხვა და შაქრის შემცველი საკვების მოხმარების შემცირება. ამ წესების დაცვის შემთხვევაში კარიესის და ბჟენის დადების რისკი 30-50%-ით მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები