არნოლდ შვარცენეგერი წესებს არღვევს
მსახიობმა და კალიფორნიის ექსგუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა თაყვანისმცემლებს დაუმტკიცა, რომ ზოგ აკრძალვას ის არ ემორჩილება. შვარცნეგერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სიგარით ხელში დგას, უკან კი წარწერაა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არამწეველთა ადგილას”. ფოტოსურათი გადაღებულია ფეისბუქის შტაბში ვიზიტის დროს, რომელსაც შვარცენეგერმა მიაწერა: “ფეისბუქის ფილოსოფია ისაა, რომ საზღვრები გადალახო და წინ იარო. ეს მეც მიყვარს. ამიტომაც მე დავარღვიე რამდენიმე წესი მათ შტაბში ვიზიტის დროს, მადლობა მიღებისთვის”!.