უკრაინა რუსეთთან სავიზო რეჟიმს აწესებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან სავიზო რეჟიმს უმოკლეს ვადებში დააწესებს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში გადასვლა დღეიდან მხოლოდ უცხოეთის პასპორტებით შეეძლებათ. უკრაინამ დღესვე, კიდევ ერთხელ გარანტორ ქვეყნებს მიმართა, რომ ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დაეხმარონ.