“თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა 1,18 თეთრი”

თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე არ ეთანხმება. მისი თქმით, რასაკვირველია, დღიურად 1,18 ლარი ნორმალური კვებისთვის არასაკმარისია. გუგული მაღრაძე დიასახლისებს რჩევასაც აძლევს. „ნორმალური კვებისთვის, რასაკვირველია, არ არის საკმარისი, თუ დიეტაზე იქნები და მარტო 10-თეთრიან სალათის ფოთლებს ჭამ მთელი დღე, მაშინ გეყოფა.
თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნებაა”, – განუცხადა „კვირას“ მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები