“სააკაშვილმა თურქებს 1 ლარად ქართული გემები გადასცა”
„სააკაშვილის მიერ თურქებზე 1 ლარად გაყიდული ქართული გემები“, – ამ სათაურით გაზეთი “ასავალ-დასავალი“ გივი ქურდიანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ქურდიანი გამოცემასთან იმ ქართულ გემებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, სააკაშვილმა ერთ ლარად თურქულ კომპანიებს სხვადასხვა დროს გადასცა.
“2011 წლია 21 მაისს სააკაშვილის განკარგულებით ქართული გემი “აკადემია“, რომლის ნომერიც გახლდათ 651 6568, ერთ ლარად მიჰყიდეს თურქულ კომპანია შპს “რეჰა ალადინ გემიჩილკს“.
სააკაშვილის განკარგულებით, 2010 წლის 12 ნოემბერს ქართული ტანკერი ნომრით: 8853673 პირდაპირი მიყიდვის წესით 1 ლარად მიჰყიდეს თურქულ კომპანია “ კარუა ტანკერ ბისლემ ეთილიგის“. სააკაშვილის იმავე 12 ნოემბრის განკარგულებით, მშრალტვითმზიდი თბომავალი “მედეკი“ ნომრით 8003852 ერთ ლარად მიჰყიდეს თურქულ ფირმა „კაპლან ნაფთას“. სააკაშვილმა, 2010 წლის 13 აგვისტოს განკარგულებით, ქართული ტანკერი “ნევსტარი“, რომლის ნომერიც იყო 6705145, ასევე 1 ლარად გადასცა თურქულ ფირმა “დეკს“,- აცხადებს გივი ქურდიანი.